Koenigsegg – ანუ რეცეპტი, თუ როგორ კეთდება სუპერავტომობილი

June 10, 2010 4 comments

Koenigsegg

1994 წელს Christian von Koenigsegg-მა ქალაქ Olofström-ში დაარსა კომპანია, რომლის ერთადერთი მიზანიც გახლდათ შემდეგი: ეწარმოებინა ე.წ. street legal ტიპის სუპერქარები. კომპანიას სახელად დამაარსებლის გვარი ეწოდა: კონიგსეგი.ნორვეგიელმა დიზაინერმა Bård Eker-მა შეიძინა კომპანიის აქციების 45 % მალე 4 %-იც მიუმატა და დღეს კომპანიაში ასეთი სიტუაციაა: Bård Eker აკონტროლებს 49%-ს, Christian von Koenigsegg – 18%-ს, ხოლო დანარჩენი აქციები გადანაწილებულია 90 წვრილ ინვესტორზე.

პირველი დიზაინი სერიისა CC Christian von Koenigsegg-მა დახატა. შემდგომ მან ეს ნახატები გადასცა დიზაინერ David Crafoord-ს რომელმაც შეძლო და 1:5 მასშტაბის მოცულობითი მოდელები შექმნა. 1996-წლისთვის მოდელი უკვე დასრულებული იყო. შემდგომი წლები, სანამ ავტომობილის ოფიციალური წარდგენა მოხდებოდა, საინჟინრო ნიმუშების შექმნას და ტესტირებას დასჭირდა. 1996 წლიდან 2000 წლამდე საკმაო დროა, მაგრამ ფირმამ ეს დრო ფუჭად არ დაკარგა, მათ შეძლეს შეექმნათ ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი მსოფლიოში. Read more…

FORD MUSTANG – მოკლე ისტორია

FORD MUSTANG

ფორდ მუსტანგი, ავტომობილი, რომელიც ლეგენდად იქცა და გაუძლო ყველა ეპოქის მოთხოვნებს. ჩემი ზღვარგადასული ამპარტავნება მიბიძგებს იმისკენ, რომ ამ თემაში ესოდენ დაუხვეწავი და გლეხური ენით მოგითხროთ ამ უდაოდ შესანიშნავი მოდელის ისტორიის შესახებ. სად უნდა დაწყებულიყო ლეგენდის ისტორია, თუ არა ამერიკაში, რომელიც მსოფლიო ავტომშენებლობის დეფაქტო ცენტრია. 1964 წლის 17 აპრილი იდგა, ქარხნის გარეთ მავნე გამონაბოლქვს გადარჩენილ ხეებზე ჩიტები ახველებდნენ და წყევლას უთვლიდნენ ჰენრი ფორდს, რომელმაც კონვეიერი გამოიგონა. ამ დროს კი ნიუ იორკში დიდი ზარ ზეიმით წარდგენილ იქნა პირველი მოდელი მოდელი ფორდ მუსტანგის პირველი თაობისა. იგი ასე გამოიყურებოდა:

სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ პირველი მუსტანგი დამოუკიდებელ ბაზაზე არ აწყობილა. მისი წინამორბედი Ford Falcon-ის მეორე თაობა გახლდათ:

პირველი მუსტანგის სერიული წარმოება 1964 წელს დაიწყო მიჩიგანის შტატის ქალაქ დიარბორნში 9 მარტს. მუსტანგი იყო ერთადერთი მოდელი რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იწარმოებოდა, გარდა F სერიის პიკაპისა, რომელიც ძირეული ცვლილებებით იწარმოება და ფალკონისა, რომელსაც დღემდე აწარმოებენ ავსტრალიაში. Read more…

Spyker

Spyker

Spyker Cars N.V. არის ჰოლანდიური ავტომობილების მწარმოებელი ფირმა, სადაც თითოეული მოდელი მხოლოდ ხელით იწყობა და ყველა მათგანი სუპერავტომობილია. დასაწყსშივე ავღნიშნავ, რომ ამ ფირმას სახელის გარდა არაფერი აქვს საერთო კომპანია Spyker-თან, რომელიც ასევე ავტომობილებს აწარმოებდა და 1929 წელს გაკოტრდა. კომპანიის დევიზია “Nulla tenaci invia est via”, რომელიც ლათინურია და ასე ითარგმნება: შეუდრეკელთათვის არ არსებობს გაუვალი გზა.
კომპანია Spyker 1999 წელს დაარსა ვიქტორ მიულერ ჰოლანდიაში, ექსკლუზიური სუპერქარების გამოშვება კი 2000 წლიდან დაიწყეს. უნდა ითქვას, რომ მათი წინამორბედი კომპანია საავიაციო ძრავებს აწარმოებდა და ეს მათ ლოგოზე და ავტომობილების ტექნიკურ მახასიათებლებზე აისახა.

კომპანიას საკმაოდ ცოტა მოდელი ჰყავს გამოშვებული, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აქ მოქმედებს პრინციპი: ცოტა, მაგრამ (სუპერ)ხარისხიანი. Spyker-ის თითოეული მოდელი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, კომფორტით და სიმძლავრით. პირველი ავტომობილი, რომელიც კომპანიამ გამოუშვა იყო იყო Spyker C8. იგი პირველად 2000 წელს ააწყვეს და საბედნიეროდ დღემდე იწარმოება. C8 ულამაზესი და საუკეთესო თექნიკური ნიშან-თვისებების მქონე მოდელია. Read more…

ავტოსპორტის ლეგენდები – ვალენტინო ბალბონი

ვალენტინო ბალბონი (Valentino Balboni), ადამიანი, რომლის პირდაპირი დამსახურებაა ის, რომ დღეს ლამბორჯინი არის ერთ-ერთი საუკეთესო თავის კლასში და შეულახავი რეპუტაცია გააჩნია სუპერქარების კონკურენტულ ბაზარზე.

ბალბონიმ 1968 წლის 21 აპრილს დაიწყო ლამბორჯინის ქარხანაში მუსაობა მექანიკოსის თანაშემწის თანამდებობაზე. საბოლოოდ კი მას თავად ფერუჩიო ლამბორჯინიმ (ეს ის კაცია, ენცო ფერარის დედა რომ აგინა ) სთხოვა გამოეცადა მის მიერ შექმნილი ავტომობილები. სტატისტიკის თანახმად ბალბონის ხელში გაიარა დღემდე გამოსვებული ლამბორჯინების 80%-მა. მის მიერ ნათქვამი სიტყვა კანონი იყო ამ მართლაც და ავტორიტეტულ კომპანიაში. ვალენტინოს არაერთხელ დაუწუნებია ახალი მოდელის დეტალები, მაგრამ ამავდროულად სიხარულით ხვდებოდა ნებისმიერ სიახლეს, რომელიც ლამბორჯინის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული. 2008 წლისთვის ვალენტინოს ბალბონი იწოდებოდა როგორც ლამბორჯინის მთავარი ტესტ პილოტი და კომპანიის ელჩი. მასზე ავტორიტეტული პიროვნება ცოტა თუა ავტოსამყაროში. 2009 წელს ბალბონი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო იტალიის მთავრობის მიერ შრომის რეგულაციის ახალი წესების შემორების გამო. იმავე წელს ლამბორჯინიმ გამოუშვა სპეციალური გამოშვება გალარდოსი სახელწოდებით: Gallardo LP550-2 “Valentino Balboni edition”, სულ 250 ცალი. მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინო ბალბონი 2009 წელს ოფიციალურად გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, მან მაინც მოაწერა ხელი 2 წლიან კონტრაქტს კომპანიასთან თანამშრომლობაზე. საბედნიეროდ კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს მის გაგრძელებას ვადის ამოწურვის შემდეგ.

Lamborghini Murcielago

Lamborghini Murcielago

როგორც ხშირად [უფრო სწორად თითქმის ყოველთვის] ხდება «Lamborghini»-ში, ამ მოდელის სახელწოდებაც, «Murcielago» კორიდადან მოდის. 1879 წელს, კორდობის არენაზე, ლეგენდარულად ცნობილმა ხარმა Murciélago [ესპ. ღამურა] მატადორის ხანჯლის 24 დარტყმას გაუძლო. გაოცებულმა მატადორმა ხარს სიცოცხლე შეუნარჩუნა — რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. მოგვიანებით ხარი შეიძინა სელექციონერმა დონ ანტონიო მიურამ და დაუდო სათავე მებრძოლი ხარების ერთ-ერთ ჯიშს.
ეს მოდელი კონვეირიდან პირველად 2001 წელს ჩამოვიდა. როგორც უკვე ყველა ლამბორჯინის მასაც აუდის ძრავი ჰქონდა. მას ედგა 6195 კუბური სანტიმეტრი მოცულობის მქონე V12 ძრავი რომელიც ხიდს 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით უკავშირდებოდა [პირველად ლამბორჯინის ისტორიაში]. იგი აღჭურვილი იყო სრული ამძრავით [2000 წლიდან ლამბორჯინის ყველა საბაზო მოდელი სრული ამძრავით გამოდის]. ძრავის სიმძლავრე იყო 580 ცხ.ძ. [426კვტ.] 7500 ბრუნისას წუთში. Read more…

Dodge Viper – anthology

Dodge Viper

არცერთ სხვა ავტომობილში არაა გამოყენებული V10 ტიპის ძრავი ისე ეფექტურად, როგორც Dodge Viper-ში. მიუხედავად ჩემი საშინელი ანტიპათისაა ამ ავტომობილისადმი, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ მასზე დამეწერა. ავტომობილი აწყობილია Dodge-ის მიერ რომელიც Chrysler-ის ერთ-ერთი დანაყოფია. 1992 წელს, როდესაც პირველი ვაიპერი მოევლინა ქვეყანას, მათ New Mack Assembly-ის სახელწოდების მქონე ქარხანაში აწყობდნენ დეტროიტში. 1995 წლის ოქტომბერში ხაზი დეტროიტშივე მდებარე ქარხანა Conner Avenue Assembly-ში გადაიტანეს.

აქამდე რაც კი სტატიები დამიწერია ავტომობილებზე, ყველა მათგანში ყურადრებას მათ დიზაინზე და სინატიფეზე ვამახვილებდი, მაშინ როცა Dodge Viper-ის სემთხვევაში მხოლოდ სიმძლავრეზე და სიჩქარეზე ვაპირებ ვისაუბრო. თუმცა დიზაინის მხრივაც აქვს ვაიპერს თავის გამოჩენის საშუალება. მისი დიზაინის განსაზღვრაში თვით კეროლ შელბი იყო ჩართული

Dodge Viper-ს თავის დროზე დიდი პრომოუშენი გაუწიეს, როცა იგი გადაიღეს ბევრ ფილმში, სატელევიზიო შოუსა და მუსიკალურ კლიპში.

ვაიპერის პირველი საინჟინრო ნიმუში ჯერ კიდევ 1988 წელს იყო მზად. დიზაინი ოფიციალურად Tom Gale-ს ეკუთვნოდა. თავდაპირველად მოდელი ჩაფიქრებული იყო როგორც AC Cobra-ს გაცოცხლების მცდელობა, მაგრამ მან გაცილებით მეტი შეძლო. AC Cobra კი ასე გამოიყურებოდა:

ეს კი შელბის ვარიანტი. ალბათ გეცნობათ

კრაისლერის პრეზიდენტმა Bob Lutz-მა პირველი საინჟინრო ნიმუში შექმნისთანავე გასცა ბრძანება რომ კონცეპტი სასწრაფოდ უნდა მოემზადებინათ 1989 წელს ჩასატარებელი ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუსთვის. პუბლიკა აღფრთოვანებული იყო ახალი ვაიპერით და ოვაციებით შეხვდნენ მის წარდგენას. ამ ფაქტმა ბიძგი მისცა მოდელის სერიული წარმოების დაწყებას. მთავარმა ინჟინერმა Roy Sjoberg-მა შეარჩია 85 ინჟინერი, რომლებმაც დააკომპლექტეს “ვაიპერი გუნდი.” ტესტირებისას თავდაპირველად V8 გამიყენებოდა მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ამ ავტომობილს უფრო მეტი სჭირდებოდა ლამბორჯინისგან მიღებული მათ ხელთ არსებული სატვირთო ავტომობილის(!)V10 ძრავის სპორტულად გარდაქმნისთვის აუცილებელი დეტალით მათ ხელთ არსებული V10 გადააწყვეს და მიიღეს ნამდვილი მხეცი, რომლის დამმარცხებელი ძნელად თუ მოიპოვებოდა. 1990 წლის თებერვლისთვის ძრავი მზად იყო. აწყობილი ავტომობილი პირადად გატესტა კეროლ შელბიმ და მოიწონა. მისი დასკვნა კანონი იყო ნებისმიერი საავტომობილო კომპანიის დირექტორისთვის, ისევე როგორც კრაისლერისა. Read more…

ავტოსპორტის ლეგენდები – ჯეკი სტიუარტი

ჯეკი სტიუარტი – შოტლანდიელი ავტომრბოლელი, რომლის გამოც დავინტერესდი ავტოსპორტით

ჯეკი თავდაპირველად მექანიკოსად მუშაობდა შოტლანდიის ქალაქ დამბარტონის ერთ–ერთ გარაჟში. მისი ოჯახი იაგუარის დილერობას ეწეოდა და ჯეკი საკმაოდ კარგ პრაქტიკას იღებდა ავტომობილებთან ურთიერთობაში. ჯეკის ძმა ჯიმი მზარდი რეპუტაციის მქონე მრბოლელი იყო. ჯეკიც უფროსი ძმის კვალს გაყვა, მაგრამ მისგან განსხვავებით ბევრად უფრო წარმატებული მრბოლელი გახდა და ლეგენდად იქცა. თავდაპირველად ჯეკი მშობლებმა ტყვიის სროლის ვარჯიშებზე მიიყვანეს და მანაც არ დაიშურა ენერგია სპორტის ამ სახეობაში, იგი წარმატებულ მსროლელად ითვლებოდა და ცოტა დააკლდა ოლიმპიურ ნაკრებში მოხვედრამდე. თუმცა ჯეკის ფიქრები მაინც ავტომობილებს დასტრიალებდა და ერთხელაც, როცა მას მოუწია გაეტესტა რამდენიმე ავტომობილი იგი შეამჩნიეს და ფორმულა ჯუნიორის ერთ–ერთ გუნდში მიიწვიეს. ჯეკი სამოთხეში მოხვდა ამ სიტყვის მისთვის პირდაპირი მნიშვნელობით. ფორმულა 1–ში ჯეკი 1965 წლიდან 1973 წლამდე გამოდიოდა და სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. შეერთებულ შტატებში დღეს დღეობით ჯეკი ცნობილია როგორც ავტოსპორტის ანალიტიკური კომენტატორი. იგი ასევე არის ფორდის დელეგატი. 1997 წლიდან 1999 წლამდე იგი თავის შვილ პოლთან ერთად იყო Stewart Grand Prix ფორმულა 1–ის გუნდის დირექტორი. მოკლე დოსიე: რბოლები: 100 მსოფლიო ჩემპიონი: 1969, 1971, 1973 მოგებული რბოლები: 27 პოდიუმი: 43 პოული: 17 სწრაფი წრე: 15 პირველი რბოლა: 1965 წელი სამხრეთ აფრიკის გრან პრი პირველი გამარჯვება: 1965 წელი იტალიის გრან პრი უკანასკნელი გამარჯვება: 1973 წელი გერმანიის გრან პრი უკანასკნელი რბოლა: შეერთებული შტატების გრან პრი. (არ გამოსულა ამ რბოლაზე) ჯეკი სტიუარტი ატარებს sir-ის ტიტულს

LOTUS

LOTUS – ბრიტანული კომპანია, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი მის მიერ გამოშვებული ექსტრავაგანტული დიზაინის სპორტული და სარბოლო ავტომობილებით. 1952 წელს, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, კოლინ ჩეპმენმა დაარსა კომპანია Lotus Engineering Ltd.

კოლინ ჩეპმენი

ლოტუსის კონცეფცია თავიდანვე მდგომარეობდა შემდეგში: ეწარმოებინათ სპორტული ავტომობილები, რომლებსაც ექნებოდათ მცირე წონა და დიდი მდგრადობა. პირველი ქარხანა, სადაც ლოტუსის მარკის ავტომობილები იწყობოდა, განთავსებული იყო ძველ საჯინიბოში, ჩრდილოეთ ლონდონში. ლოტუსი ცნობილია ასევე ფორმულა 1-ის რბოლებში მონაწილეობითაც. ლოტუსის გუნდი 1958 წლიდან 1994 წლამდე მონაწილეობდა ამ პრესტიჟულ ტურნირში. დაარსების შემდეგ კომპანიამ რამდენჯერმე შიცვალა ადგილსამყოფელი და საბოლოოდ ნორფოლკში დამკვიდრდა. ალბათ დამთხვევაა, რომ ლოტუსის ქარხანა და საცდელი მოედანი ბრიტანეთის სამხედრო ავიაციის ყოფილ ბაზაზეა განთავსებული.

1982 წელს ჩეპმენი გულის შეტევით გარდაიცვალა და იმწამსვე ატყდა სკანდალი რაც დაკავშირებული იყო DeLorean DMC-12 -თან და მთავრობის მიერ გამოყოფილ სუბსიდიებთან. ყოველ შემთხვევაში ჩეპმენს შეეძლო მშვიდად განესვენა რადგან მან დატოვა კომპანია, რომლის სახელიც ასოცირდებოდა გამარჯვებასთან. ლოტუსის ფორმულა 1-ის გუნდმა ხომ 7-ჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება 1963, 65, 68, 70, 72, 73, 78 წლებში. Read more…

ავტოსპორტის ლეგენდები – აირტონ სენა

აირტონ სენა დე სილვა

იყო ბრაზილიელი ავტოპილოტი, სამგზის ფორმულა ერთის ჩემპიონი, დაიღუპა ფორმულა 1 ის საჭესთან, 1994 წელს სან მარინოს გრანპრის თასის რბოლაში. მას უყურებენ, როგორც ერთერთ უდიდეს მრბოლელს ფორმულა ერთის ისტორიაში. იგი აგრეთვე არის 1984 წლის მონაკოს გრანპრის, 1985 წლის პორტუგალიის გრანპრის და 1993 წლის
ევროპის გრანპრის მფლობელი.

დაბადების ადგილი- ბრაზილია, სან პაოლო

დაბადების რიცხვი 1960 წლის 12 მარტი


სენამ კარიერა კარტინგით დაიწყო და 1983 წელს გახდა british formula 3 ის გამარჯვებული. 1 წელში მან გადაინაცვლა ფორმულა 1 ში, ლოტუს-რენოს ჯგუფში და მომდევნო 3 სეზონში 6 ჯერ მოახერხა გრანპრის მოგება. 1988 წელს იგი შეუერთდა ფრანგ ალენ პროსტს მაკლარენ- ჰონდას ჯგუფში. სწორედ ამ წელს გახდა ის პირველად მსოფლიო ჩემპიონი.
1990 და 1991 წლებში სენა მეორედ და მესამედ ხდება მსოფლიოს ჩემპიონი. 1992 წლიდან დასუსტდა მაკლარენის ჯგუფი და დონინანტი გახდა რენო, ამან განაპირობა სენას რენოს გუნდში გადასვლა, რაც მალე ფატალური ავტოკატასტროფით დამთავრდა Enzo e Dino Ferrari -ს ავტოდრომზე იტალიაში.

Pagani

Pagani Automobili S.p.A. იტალიური სუპერავტომობილების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც დაარსდა 1992 წელს ჰორაციო პაგანის მიერ. იტალიაში, მოდენასთან ახლოს, San Cesario sul Panaro-ში განთავსებულია კომპანია, რომელმაც ჩემი სუბიექტური აზრით შექმნა მსოფლიოს ყველა დროის ულამაზესი სუპერქარი.

ჰორაციო პაგანი, ეს გახლავთ პიროვნება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა Pagani-ს და დღემდე მართავს. ეს არგენტინელი 80-იან წლებში ლამბორჯინის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. იგი მუშაობდა 25th Anniversary Countach-ის და დიაბლოს რესტაილინგზე. ამ ორივე ავტომობილის ფოტოს დავდებ, რომ კარგად დარწმუნდეთ თუ რა შეუძლია ამ ადამიანს: Read more…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.